Wednesday, July 25, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა წარმომედგინა სსწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები,გავიზიარეთ ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები.ვიმსჯელეთ მთავარი კითხვის გარშემო. გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესში. უკეთესად გავიგე მოსწავლეთა შეფასებისა და თვითშეფასების მეთოდები და სტრატეგიები.გამახვილდა ყურადღება ჩემთვის მეტად საჭირო ინფორმაციებზე. ვფიქრობ ამ მოდულზე მითღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამომადგება ჩემი მუშაობის გასაუმჯობესებლად,სწავლებაში ეფექტური მიზნების მისაღწევად.

Thursday, July 19, 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოცმულმა,  მოდულმა მომცა ჩემთვის მეტად საჭირო ინფორმაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე  როგორიცაა ფასილიტაცია,სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი,პორტფოლიოს ჩეკლისტი,ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში.

Tuesday, July 17, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარება, თუ როგორ გავითვალისწინო სხვადასხვა დონის  მოსწავლეთა საჭიროებები ჩემი მუშაობის პრაქტიკაში. ამ მოდულზე განვიხილეთ:პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა,მოსწავლეთა სხვადასხვა სტილის გაცნობა და გააზრება, განმავითარებელი შეფასება , მოსწავლეების საჭიროებებისგათვალისწინების (სამი შემთხვევის) განხილვა,მუშაობა ჟჯგუფებში და მისი პრეზენტაცია,ვიგოდსკის განვითარების უახლოესი ზონა.